istoriuli soflebi  
  
 
 

varkeTilis meurneoba

ყოფილი ვარკეთილი - სოფელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, სამგორის რაიონში.

მდებარეობს სამგორის ვაკეზე, თბილისის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 650 მეტრზე. სოფლის ტერიტორიაზე გადის სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები.

istoria

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრის, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ბრინჯაოს ყუნწიანი სატევარი, ჰემატიტის ლახტის მსგავსი, ლეგა-მოშავო ფერის თიხის ჭურჭელი და ძვ. წ. VII საუკუნის დასასრულის - ძვ. წ. VI საუკუნის I ნახევარში ე. წ. სკვითური ტიპის ბირნჯაოს სამფრთიანი ისრისპირი. აქვეა შუა საუკუნეების ნასახლარი.

სოფლის წარმოშობა უკავშირდება მეხილეობა-მევენახეობის საბჭოთა მეურნეობას, რომელიც 1957 წელს დაფუძნდა „ველკეთილის“ („ვერკეთილის“) სახელით ცნობილ ახალგასარწყავებულ და სახეშცვლილ ტერიტორიაზე. წარსულში ამ უწყლო ნახევარუდაბნოს ტიპის მიდამოებს ლილოს მოსახლეობა ზამთრის საძოვრებად იყენებდა. მეურნეობის მოწყობასთან დაკავშირებით ტოპონიმი „ველკეთილი/ვერკეთილი“, რომელიც უარყოფითი მნიშვნელობის მატარებლად იქნა აღქმული, შეიცვალა „ვარკეთილად“. 1985 წელს მეურნეობა გაუქმდა, ხოლო 1992 წელს მიწის რეფორმის ფარგლებში მისი ტერიტორია გადაეცა ადგილობრივ მოსახლეობას. 2007 წლამდე სოფელი ვარკეთილი შედიოდა გარდაბნის რაიონში (დიდი ლილოს სადაბო საბჭო/თემი), შემდეგ ვარკეთილის მეურნეობის სახელით შეუერთდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს (სამგორის რაიონი).

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3004 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 2700
2002 2932
2014 3004

მხარე თბილისი
თემი სამგორი
კოორდინატები 41°42`53″ ჩ. გ. 44°54`01″ ა. გ.
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე 650 მ
ფართობი  
მოსახლეობა 3004 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,1 %
სომხები 1,7 %
ოსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი